Logo

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

Frontnews image description

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტის შენობიდან ავტოკოლონით რუსთავში ჩავიდნენ, სადაც სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია არის მოთავსებული.

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და პატიმრობაში მისი ყოფნა გააპროტესტეს. მათ თან ჰქონდათ  ბანერი "თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" და სკანდირებდნენ: "თავისუფლება ნიკა მელიას", "თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს".

სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული რეგულაცია პროტესტის ნიშნად არაერთხელ დაარღვიეს და ახლა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა აცხადებენ, რომ ე.წ. კომენდანტის საათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას კვლავ დაარღვევენ.
 

თაგები:

Advertisement