
ავტორი
Front News საქართველო
პირველიდან მე-6 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების მოდელები და შესასყიდი რაოდენობა ცნობილია.
განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა. როგორც ცნობილია, სამინისტროს ბაზრის კვლევა გამოცხადებული აქვს კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის.
რაც შეეხება რაოდენობას, დოკუმენტის მიხედვით, შესასყიდი რაოდენობა უნდა იყოს 308 ათასი პიჯაკი ბიჭებისთვის, 616 ათასი შარვალი ბიჭებისთვის, 292 ათასი პიჯაკი გოგონებისთვის, ასევე გოგონებისთვის 1000 გრძელი ქვედაბოლო და 146 ათასი მუხლამდე კაბა.
ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2026-27 სასწავლო წლიდან დაწყებითი განათლების საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა.
თაგები:
სასკოლო ფორმები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს