
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, უკვე მერვე თვეა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
აქციის მონაწილეების თქმით, ივლისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, რომელიც 2023 წელს ხელფასების 10%-იან ზრდას დაჰპირდა. ექიმები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
მათ დღეს კიდევ ერთხელ გაახმოვანეს თავიანთი მოთხოვნები და განაცხადეს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს