სასტუმრო “პარაგრაფთან” კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება


ავტორი
Front News საქართველო
სასტუმრო “პარაგრაფთან”, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა “სირცხვილია”.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, ხმა გააგონონ უცხოელ სტუმრებსაც და მასპინძელსაც.
სასტუმროს ორივე შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.
აქციის მონაწილეები კონფერენციის დასრულებამდე დაშლას არ აპირებენ, რის შემდეგაც დაგეგმილია მსვლელობა.
“9 საათზე აღნიშნული ღონისძიება დასრულდება. მანამდე ველოდებით ბაიკერების მსვლელობას ველოდებით. აქ მოვლენ წუთი წუთზე უნდა გამოჩნდნენ. 9 საათზე ველოდებით, რომ სტუმრები გამოვლენ შენობიდან და ჩვენ შევძლებთ, რომ მათ გავესაუბროთ.
შეიძლება მოხდეს ეს, შეიძლება ისევ ჟესტების ენაზე შორიდან რაღაც გვანიშნონ, იმიტომ, რომ პოლიციამ მოგვთხოვა საკმაოდ შორს დადგომა შენობიდან. ამის შემდეგ, უკვე ვიცით, რომ პარლამენტის წინ იმართება აქცია და ვისაც სურვილი ექნება, შეუერთდება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ დოლიძე.
ცოტა ხნის წინ სასტუმროსთან აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.
თაგები:
აქცია