Logo

“სასულიერო პირებმა, ადამიანებმა, მათ შორის ჟურნალისტებმა, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ”

საზოგადოება
351
Frontnews image description

ჭყონდიდში საგანგებოდ მივლინებული, მეუფე სტეფანე ეპარქიაში 8 მარტს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და სასულიერო პირებს საჯაროდ, ყველას წინაშე შენდობის თხოვნისკენ მოუწოდებს.

"სასულიერო პირებს მოვუწოდებ, შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ, რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისაკენ მობრუნებისა და ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრევლმა, ადამიანებმა, მათ შორის ჟურნალისტებმა, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ, ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც მორწმუნეა, ვინც არაა მორწმუნე, თავის თავს თვითონ მიხედავს, უფალი მერე როგორ დახვდება თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან, შენდობას ითხოვოს, ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ისინი საჯაროდ იხდიდნენ ბოდიშს", – განაცხადა მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას. 

მისი თქმით, მხოლოდ ლოცვასა და მარხვას გეგმავს და ყველას სინანულისკენ მოუწოდებს.

სასულიერო პირების ნაწილი ეპარქიაში მეუფე სტეფანეს განმწესებას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა მომავალ კვირას აქციას გამართავენ. პროტესტის ნიშნად სასულიერო პირების ნაწილი მღვდელმსახურებაში არ მონაწილეობს.

8 მარტს, მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ინციდენტის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები, ისინი აივნის მოაჯირის ჩანგრევის შედეგად მეორე სართულიდან გადაცვივდნენ.

თაგები:

Advertisement