“საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება” – ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემისკენ მოუწოდა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გადასცენ საბრძოლო მასალა უკრაინას. მათი დეფიციტის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები სირთულეებს განიცდიან ფრონტზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
”უკრაინელი ჯარისკაცები განიცდიან სირთულეებს აგრესორთან ბრძოლაში, რადგან მათ არ აქვთ საბრძოლო მასალა”, – აღნიშნა ბორელმა.
მან მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას ყველანაირად, მათ შორის საკუთარ საწყობებში ჭურვების მოძიებით, ევროპული ინდუსტრიისგან დამოუკიდებელი და ერთობლივი შესყიდვებით, ბაზარზე უკვე არსებული საბრძოლო მასალის შეძენით ან უკრაინის ინდუსტრიის დაფინანსებით.
“მე მჯერა, რომ ერთად ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სიტუაცია – უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის – მაგრამ ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ბორელმა.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს