სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა


ავტორი
Front News საქართველო
2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის.
"ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე "პოსტვს“, „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.
არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:
ტელეიმედი – 5.3 მილიონი ლარი
რუსთავი 2 – 2.0 მილიონი ლარი
მთავარი არხი – 1.9 მილიონი ლარი
ტელეკომპანია პირველი – 1.2 მილიონი ლარი
სილქნეტი – 0.8 მილიონი ლარი
ფორმულა – 0.7 მილიონი ლარი
პოსტვ – 0.7 მილიონი ლარი
ჯი-დი-ეს თი-ვი – 0.6 მილიონი ლარი
რ.ბ.ჯ – 0.2 მილიონი ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0.2 მილიონი ლარი
სხვა – 1.0 მილიონი ლარი
შეგახსენებთ, რომ სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.
რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა", – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
თაგები:


“2020 წელს ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი 9%-ით შემცირდა”

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა

“უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა”