Logo

საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალი
1190
Frontnews image description

საწვავზე ფასების ზრდის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა. ამ დროისთვის გზის ნაწილი გახსნილია.

 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. მოქალაქეების თქმით, საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კონკრეტული ქმედებების განხორციელებაა საჭირო.

 

შეკრებილებმა აქციზის გაუქმება მოითხოვეს, რაც მათი თქმით, საწვავზე ფასების კლებას გამოიწვევს.

 

საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ ქუთაისშიც, სადაც აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

Advertisement