სატვირთოს ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს დამნაშავე პირის ვინაობა და იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ მოპარული სატვირთო ავტომანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





