საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებით და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებით და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.
მეთაურმა კაპიტან ბიძინა კამლაძეს, უფროს ლეიტენანტ დავით ლალიშვილს, სერჟანტ გოჩა ციცქიშვილს, უმცროს სერჟანტ გიორგი ფირუაშვილს და კაპრალ-სპეციალისტ დავით ხუფენიას, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.
საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.
თაგები:
სამხედრო მოსამსახურეები




