Logo

“სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გამივლია ლეგიტიმური მიზეზების გამო”

საზოგადოება
1318
Frontnews image description

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია, თუმცა სამხედრო სამსახურისთვის თავი არ აურიდებია და ყველაფერი კანონიერად მოხდა. 

მისი თქმით, იმ ასაკში, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. 

"ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი იმით, რომ დიდი ოჯახი შევქმენი, ვერ ვხედავ აქ დისკომფორტს. ეს შეკითხვა ადრეც დამისვეს. ლეგიტიმური მიზეზების გამო, მუშაობაც საკმაოდ ადრე დავიწყე და ბავშვიც მყავდა იმ ასაკში, მე განთავისუფლებული ვიყავი“,  – განაცხადა მინისტრმა.
 

თაგები:

Advertisement