“სავარაუდოდ, რაღაც სურათი ხვალ გამოიკვეთება”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მედიატორების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მედიატორებს საკუთარი წინადადებები არ წარმოუდგენიათ.
მისი თქმით, მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე ოპოზიციამ წარმოადგინა, ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლება იყო.
"მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია, ჩვენი მთავარი საკითხები, რომელიც წამოვწიეთ, ისევ და ისევ არის პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი, რადგან ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პირველ რიგში ამ ორი ადამიანების გათავისუფლება არ მოხდა, მოლაპარაკების გაგრძელება იქნება რთული. ეს იყო თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით.
რაც შეეხება წინადადებებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და სავარაუდოდ, რაღაც სურათი ხვალ გამოიკვეთება", – განაცხადა მინაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს