“სავსებით შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს”


ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის რომელიმე წევრმა მთავრობის შემადგენლობაში გადაინაცვლოს.
მისივე თქმით, ძირითადი ხაზი, რომელიც ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობის პროგრამაში იყო, სვლა იქითკენ, რომ ჩვენ 2024 წლისთვის ვიყოთ ევროკავშირისათვის განაცხადის შემტანი ქვეყანა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება.
"იქნება გარკვეული სიახლეები, ბუნებრივია, ახალი ადამიანია, ახალი ხედვები ექნება, მისი მხრიდან განსხვავებული თემების შემოტანასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ამ ყველაფერს, მათ შორის მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაზე, პრემიერ-მინისტრი თვითონ მოგახსენებთ. გარკვეული სიახლეები იქნება, მათ შორის პერსონალების მიმართაც, მაგრამ ჩემგან ამაზე მარჩიელობა აბსოლუტურად არარელევანტურია. სავსებით შესაძლებელია, ვინმემ საპარლამენტო შემადგენლობიდან სამთავრობო შემადგენლობაში გადაინაცვლოს, ასეთ დროს, როგორც იცით, ჩანაცვლება ხდება ხოლმე სიით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს