Logo

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

სამართალი
09.12.2021 / 09:22
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

 

საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომას, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. 

 

“მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ, ვერ ესწრება დღევანდელ პროცესს, ვერ იყენებს ამ პროცესს ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, თუმცა ბუნებრივია, სამართლებრივ ნაწილში ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან მისი ადვოკატები წარმოვადგენთ მის პოზიციას სრულად. დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესი იყოს საჯარო”, – აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

 

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული არიან ასევე ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები