Logo

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი 17 მარტს გამოცხადდება

სამართალი
14.03.2025 / 13:42
Frontnews image description

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი 17 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს.

საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები