
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი საზოგადოებასა და განსაკუთრებით ოპონენტებს ურჩევს, ნებისმიერ სისხლის სამართლებრივ საქმეში ფაქტებს შეხედონ და საკუთარ წარმოდგენებსა და აღქმებს ნუ დაეყრდნობიან.
"საქართველო აგრძელებს ცხოვრებას, არის სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარე და ა.შ, რასაც უნდა შევხედოთ ყველაფერს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. უნდა მორჩეს ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში ის მცდელობები, რაც გარკვეულწილად შეძლეს, რომ აღქმებზე მუშაობდნენ ჩვენი ოპონენტები, უნდა დაანებონ ამას თავი. ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა შეხედოს ფაქტებს და შინაარსს ნებისმიერი საქმის, იქნება ეს მიმდინარე საქმე, მომავალში რომელიმე საქმე, თუ ზოგადად. ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკოსები განსაკუთრებით, უნდა შეეჩვიონ იმას, რომ შეხედონ შინაარსს, ფაქტებს და არა იმას, როგორი აღქმები და წარმოდგენა აქვთ", – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს