
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წვერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი პუტინის პროპაგანდისტური მანქანის ერთ-ერთ მთავარი ინსტრუმენტია.
"ჩვენს სახელმწიფოს, რომელსაც ტერიტორიების 20% აქვს ოკუპაციის ქვეშ, უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი პოლიტიკა, რომ არსებობს ჩამონათვალი ადამიანების, რომლებიც საკუთარი საქმიანობით აზიანებენ ჩვენს სახელწიფოს ინტერესებს. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან სასურველი ვიზიტორები ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას დღევანდელი ხელისუფლება არ ატარებს და შესაბამისად, გუშინ, საზოგადოებას მოუწია საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა არა ბატონ პოზნერს, როგორც ინდივიდუალურ ვიზიტორსა და ტურისტს ჩვენს ქვეყანაში, არამედ პუტინის პროპაგანდისტური მანქანის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს"-განაცხადა სამადაშვილმა.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. კრემლის იდეოლოგსა და მის 50-მდე მეგობარს საქართველოს დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუწიათ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს