Logo

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ

საზოგადოება
564
Frontnews image description

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები არხის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.

მელიქიშვილის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილმა “პირველი არხის” მიმდებარედ მთავარი მოთხოვნით გადაინაცვლეს – საზოგადოებას ყოველდღიური ეთერი დაეთმოს და რეგიონებში მაუწყებლობა არ შეიზღუდოს.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს რუსთაველზეც. მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მეოთხე დღეა, აქციებით აპროტესტებენ.

თბილისის გარდა, აქციებია მთელი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში.

მოქალაქეების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, სანამ “ქართული ოცნება” უკან არ დაიხევს.

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

თაგები:

აქცია
Advertisement