საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
“ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს” – ამ სლოგანით საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები ბორდის სხდომის დაწყების წინ შენობასთან იკრიბებიან.
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის თავმჯდომარის საკითხზე იმსჯელებენ. ამ ეტაპზე აღნიშნულ თანამდებობაზე ვასილ მაღლაფერიძეა, რომელიც პოსტს სამი წელია, იკავებს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი.
მათი განცხადებით, აქციის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაქცეულია პროპაგანდისტულ მედიად, რომელიც საზოგადოებას ატყუებს.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაქცეულია პროპაგანდისტულ მედიად, რომელიც საზოგადოებას ატყუებს, წამლავს. ეს ჩვენს თვალწინ ხდება და არ გვაქვს მორალური უფლება, რომ მინიმუმ, ჩვენი აზრი მაინც არ გამოვთვქათ. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ და არ დავიბრუნებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება და 11-ვე წევრის თანხმობაა საჭირო, რომ დღევანდელ სხდომაზე შეირჩეს თავმჯდომარე.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს