საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ


ავტორი
Front News საქართველო
“თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და პირველი არხისგან საზოგადოებისთვის ღია ეთერის დათმობას ითხოვენ.
მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი. ისინი აცხადებენ, რომ მედიასთან ომს ვერავინ მოიგებს.
ჟურნალისტების თქმით, მათი კოლეგა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს