Logo

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა

საზოგადოება
80
Frontnews image description

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს.

მას ნდობა სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან 7-მა გამოუცხადა.

ირაკლი კიკვაძემ  საბჭოს წევრებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კიკვაძე  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები