საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ სამი წლით დაიკავებს.
მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო. საბჭოს სხდომას 11-ვე წევრი ესწრებოდა.
ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა.
სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით ირჩევს. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.
თაგები:
ვასილ მაღლაფერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს