
ავტორი
Front News საქართველო
სენაკის საკრებულოში მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიშის მოსმენის დროს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა გახდა, კერძოდ, ისინი მერიის იმ სამსახურების ხელმძღვანელების მოსმენას მოითხოვდნენ, რომელთა საქმიანობაში შიდა აუდიტის სამსახურმა 2022 წელს ხარვეზები და დარღვევები აღმოაჩინა.
ოპოზიციის წევრები აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ.
“ის, რაც ხდება, ეს არ ხდებოდა იმ ბნელ, უკუნით 90-იანებში შევარდნაძის დროს. არის მტაცებლობა ჩვეულებრივი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა სენაკის მოსახლეობაში შემდეგი რეალობა: ერთი მხარე, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც არის დასაქმებული ბიუჯეტის ხარჯზე და ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს და არავისი არ ეშინია და რასაც უნდა, იმას აკეთებს და დანარჩენი სენაკი მეორე მხარეს ვართ, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 1 ალტერნატივა ამ ხელისუფლების ხელში – ერთი, ან გავიქცეთ ევროპაში და ვიმუშაოთ მტვირთავებად ან გავხდეთ ნარკომანები, იმიტომ, რომ სენაკი გახდა ნარკომანების ქალაქი”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
თაგები:
სენაკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს