სენაკის სამხედრო ბაზას პროექტ “ერთი დღე ჯარში” ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ


ავტორი
Front News საქართველო
სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სამხედრო ბაზას საგანმანათლებლო პროექტში “სამხედრო საქმე“ ჩართული სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.
ახალგაზრდებმა სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
ღია კარის დღეები პროექტ “ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება.
ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
თაგები:
სენაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს