სენატორი ბენ კარდინი – ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ


ავტორი
Front News საქართველო
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე თავდასხმები “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან იყო წახალისებული.
სენატორის თქმით, ძალადობასა და ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
“5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეს ასრულებდნენ”, – აცხადებს სენატორი “ამერიკის ხმასთან”
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს