
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ.
შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს