
ავტორი
Front News საქართველო
იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ, – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს რეგიონში და მსოფლიო არენაზე.
“დიდი მადლობა იმ პროგრესისადმი, რაც მიღწეულია საქართველოში 1992 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის, დაყოფის და გარესაფრთხეების მიუხედავად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია და ერთად განვვითარდეთ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში ვუზრუნველყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება და დაყოფა არც შიგნით და არც გარეთ.
აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე“, – განაცხადა სენატორმა კრის კუნსმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს