
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ცოტაა მაღალი კლასის ვიზიტი საქართველოში, ეს ასახავს აშშ-ის და ევროკავშირის შეშფოთებას, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემაშფოთებელია ხელისუფლების რიტორიკა და ეს არ არის ის, რასაც მეგობარი ქვეყნისგან უნდა ველოდოთ.
”შეშფოთებულები ვართ, არა მხოლოდ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით, არამედ ხელისუფლების რიტორიკითაც – ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველით მეგობრული ქვეყნისგან. ბევრი მათგანი ცრუ ინფორმაციაა, რომ ჩვენ მაგალითად ვაფინანსებთ ტერორიზმს. ამ ქმედებებს და სიტყვებს აქვს შედეგები, შეამჩნევდით, რომ ძალიან ცოტა მაღალი კლასის წარმომადგენლის ვიზიტია უკვე საქართველოში, ეს ასახავს შეშფოთებას, რომელიც ამერიკას აქვს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა სენდეროვიჩმა.
თაგები:
ნიკოლას სენდეროვიჩი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს