
ავტორი
Front News საქართველო
“ალ იანუბის” სტადიონზე, G ჯგუფის შეხვედრაში, სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა კამერუნთან ფრე, 3:3 ითამაშა.
შეხვედრა ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოვიდა. ანგარიში აფრიკელებმა ჟან კასტელეტოს გოლით გახსნეს, თუმცა პირველივე ტაიმში მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სერბები დაწინაურდნენ, თავი ჯერ სტრაჰინია პავლოვიჩმა გამოიჩინა, შემდეგ კი სერგეი-მილინკოვიჩ სავიჩმა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ევროპელებმა მესამე გოლიც გაუტანეს მეტოქეს, რომლის ავტორი ალექსანდრ მიტროვიჩი გახლავთ. თითქოს სერბების უპირატესობით მიდიოდა შეხვედრა, მაგრამ კამერუნმა ძალიან მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და ანგარიში გაათანაბრა. 64-ე და 66-ე წუთებზე თავი კი ვინსენტ აბუბაქარმა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინეს.
საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს და საკუთარი ჯგუფის წევრების – ბრაზილიისა და შვეიცარიის თამაშს დაელოდებიან, რომელიც თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს