"სერბეთის სასახლეში“ მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
"სერბეთის სასახლეში“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილს, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრა, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ის ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცის და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 19 დეკემბერს დასრულდება.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




