სერგეი ლავროვი – თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნამდვილად სურს, მოსკოვი ამისთვის მზადაა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნამდვილად სურს, მოსკოვი ამისთვის მზადაა.
“თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გამოიყენოს რუსული კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და სურს იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობელთან, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში”, – განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან.
მისივე თქმით, რუსული მხარე ფიქრობდა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, რასაც ხელი შეუშალა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიმართ უხეშმა პროვოკაციამ.
”ჩვენ ვაპირებდით, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როდესაც მათ შემოიღეს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩვენ მზად ვიყავით გამოგვეცხადებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ შემდეგ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია თბილისში ჩასული რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობდა”, – განაცხადა ლავროვმა.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს