Logo

სერგეი ვოლინა – ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი

უკრაინა
384
Frontnews image description

უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება, „სიენენთან“ ჩართვისას მსოფლიო ლიდერებს მიმართა, უზრუნველყონ დერეფანი მარიუპოლის გარნიზონისთვის და ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

“ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო განცხადება, რადგან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღე, ან თუნდაც საათი გვაქვს დარჩენილი. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს, უზრუნველყონ დერეფანი მარიუპოლის გარნიზონის სამხედროებისთვის, იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან აქ, ქარხანაში. გთხოვთ, გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ უსაფრთხოება.

მთლიანად გარშემორტყმული ვართ. აქ დაჭრილი 500-მდე სამხედროა, სამედიცინო დახმარების გაწევა ძალიან რთულია. ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობაა. იყენებენ მძიმე ბომბებს ჩვენს წინააღმდეგ, ქალაქი განადგურებულია. მტრის ჯგუფები ათჯერ ჭარბობენ, მათ აქვთ სრული უპირატესობა საჰაერო, არტილერიის, ტექნიკის, ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი”, – განაცხადა ვოლინამ.

თაგები:

უკრაინა
Advertisement