სერგი გიგანი – გვქონდა გულწრფელი მოთხოვნა გვცოდნოდა გეგმა, მაგრამ ვერ მოვისმინეთ გეგმა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვუერთდებით პროტესტს, რომელიც ემსახურება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, თუმცა, ჩვენ გვქონდა გულწრფელი მოთხოვნა გვცოდნოდა გეგმა, მაგრამ არ მოვისმინეთ გეგმა. მოვისმინეთ ერთ-ერთი გეგმის შემადგენელი ნაწილი, რაღაცა ქმედება, მაგრამ საბოლოო სახით, როგორ მივდივართ, სტრატეგია ჩვენთვის არის უცნობი. სამწუხაროა, მაგრამ გვქონდა კომუნიკაციის ნაკლებობა, ეს არ ვიცი შეიძლება ჩვენი ბრალიც იყოს, ან მათი ბრალიც. მაგრამ, გულწრფელი ემოცია იყო, მოვითხოვეთ გეგმა, თუმცა… – ასე უპასუხა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენელმა სერგი გიგანმა.
როგორც გიგანი აღნიშნავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს გეგმა, თუ რას რატომ აკეთებს.
“ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი კამპანია, ჩვენი რესურსებით. ჩვენ გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია და საზოგადოება ვერ იგებდა რა მოთხოვნები არსებობდა, რა გვინდოდა. საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ მოიქცეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გეგმა, ვიცოდეთ თუ როგორ ვმოქმედებთ“, – განაცხადა სერგი გიგანმა.
თაგები:





