სერგი კაპანაძე – ამაზე მეტი კრიტიკა უკვე აღარ შეიძლება, ახლა ყველაფერი უკვე მოსახლეობაზეა დამოკიდებული


ავტორი
Front News საქართველო
ამაზე მეტი კრიტიკა უკვე აღარ შეიძლება, ახლა ყველაფერი უკვე მოსახლეობაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს მმართველობის პრობლემების შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცის.
“რეზოლუცია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა ერთსულოვნად რომ მიიღო, ეს ნიშნავს ამას ეთანხმებიან სოციალისტებიც, “ქართული ოცნების” “პოლიტიკური ოჯახიც“. ამის მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ ისინი იმ რეჟიმში არიან გადასული, როგორიცაა ლუკაშენკო და სხვა ავტორიტარული მმართველები, რომ უკვე მეგობარს და მოყვარეს აღარ არჩევენ და ყველას აცხადებენ მტრად, იმიტომ რომ ისინი მოუწოდებენ ისეთი რაღაცების გაკეთებისკენ, რაც ჭირდება ქვეყნის დემოკრატიას. ზღვარი უკვე არის გადალახული, გარეთ ყველამ ყველაფერი იცის, ამაზე მეტი კრიტიკა უკვე აღარ შეიძლება, ახლა ყველაფერი უკვე მოსახლეობაზეა დამოკიდებული, იმედი მაქვს ამას შესაბამისი ასახვა ექნება საარჩევნო შედეგებში, როცა იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თაგები:
სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე – შეუძლებელია, უკრაინა დაეთანხმოს კაპიტულაციას, ის ამისთვის საკმარისად ძლიერია და საკმარისი მხარდაჭერის იმედი აქვს ევროპისგან

სერგი კაპანაძე – მიმართვაც არ უნდა სჭირდებოდეს არავის, ეს არის ყველას მოვალეობა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი

სერგი კაპანაძე – მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის შესახებ ანგარიშშია საუბარი