სერგი კაპანაძე – ევროინტეგრაცია თუ გვინდა, დეოლიგარქიზაცია გარდაუვალი პროცესია

ავტორი
Front News საქართველო
ევროინტეგრაცია თუ გვინდა, დეოლიგარქიზაცია გარდაუვალი პროცესია, – ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სანქციები პირადად ივანიშვილს უნდა დაუწესდეს და არა ქვეყანას.
“ივანიშვილი ელაპარაკება სანქცირებულ რუს ბიზნესმენს, რაღაც ბიზნეს გეგმაზე და მექანიზმზე, რომლის კონტექსტი არის სანქციებზე თავის არიდება, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია. ეს შეიძლება ქვეყნისთვის იყოს ცუდი შედეგების მომტანი. საქართველოს რომ ივანიშვილი მართავს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. თუ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირი ასე იქცევა, ბუნებრივია, ამას რაღაც რეაქცია შეიძლება მოყვეს.
რაც შეეხება ივანიშვილის სანქციებს, ეს ჩემი აზრით, დიდი ხნის წინ გასაკეთებელი იყო.
ევროინტეგრაცია ოლიგარქით არ მოხდება, როგორადაც უნდა გვინდოდეს, საბოლოო ჯამში, ჩვენ თუ მართლა გვინდა ევროინტეგრაცია, მმართველობის ამ მოდელით და არაფორმალური მმართველობით ეს არ გამოვა.
არაფორმალური მმართველობა ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესს და აფერხებს ინსტიტუტების განვითარებას. ამდენად, თუ ევროინტეგრაცია გვინდა, დეოლიგარქიზაცია გარდაუვალი პროცესია. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისათვის პიროვნულ სანქციებზე და არა ქვეყნის დასანქცირებაზე. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ქვეყანა დაისაჯოს ამის გამო. ივანიშვილის ფაქტორი უნდა შემცირდეს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროინტეგრაციის მიზნები შესრულდეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თაგები:
სერგი კაპანაძე




