სერგი კაპანაძე – მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის შესახებ ანგარიშშია საუბარი


ავტორი
Front News საქართველო
მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს, ბევრად იქნება დამოკიდებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის შესახებ ანგარიშშია საუბარი, – ამის შესახებ Front News-ს “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ევროკავშირის პარლამენტისათვის მომზადებული დასკვნაში მოყვანილი კრიტიკა განსაკუთრებით პრობლემური ახლა, როდესაც რამდენიმე თვეში უნდა გადაწყვდეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრობის სტატუსი.
“ეს დოკუმენტი არ არის ევროკავშირის პარლამენტის ოფიციალური დუკუმენტი, თუმცა ეს არის დოკუმენტი, რომელიც ევროპის პარლამენტმა დაავალა კვლევით ცენტრსა და კვლევითმა ცენტრმა მათი დავალებით მოამზადა. ასეთი დოკუმენტები ყოველთვის გამოიყენება ევროპარლამენტის მიერ, ანუ დამკვეთის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ეს დოკუმენტი რომ კრიტიკულია ნიშნავს სწორედ იმას, რომ აქ მოყვანილი კრიტიკა მერე გათვალისწინებული იქნება არა მარტო ევროპარლამენტის, ასევე სხვა ინსტიტუტების მიერ.
ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემატურია ასეთი კრიტიკა დღეს, რადგან ძალიან მალე, რამდენიმე თვეში ველოდებით ევროკომისიის დასკვნას ჩვენი კანდიდატურის წევრობის აპლიკაციასთან დაკავშირებით.
ამ დასკვნაში ნახსენები პრობლემური საკითხები, პოლარიზაცია იქნება ეს, მედიის, პოლიტიკური დევნის, თუ სასამართლოს საკითხები, ეს ყველაფერი ასევე იქნება გათვალისწინებული ევროკომისიის მიერაც მის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას.
ეს დოკუმენტი ყველაფერზე მოახდენს აუცილებლად გავლენას“, – განაცხადა კაპანაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე დამოუკიდებელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.
თაგები:
სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე – შეუძლებელია, უკრაინა დაეთანხმოს კაპიტულაციას, ის ამისთვის საკმარისად ძლიერია და საკმარისი მხარდაჭერის იმედი აქვს ევროპისგან

ანა ფოტიგა – საქართველოს შემოტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად და თუ საჭიროა ხანდახან ვაკრიტიკებთ კიდეც

ო’ბრაიენი – ძალიან მკაფიოდ აღვნიშნე, რომ თუ კანონი ასეთი ფორმით იქნებოდა მიღებული, ამას შედეგები მოჰყვებოდა