Logo

სერგი კაპანაძე – საქართველომ კანდიდატი წევრის სტატუსი ევროკავშირიდან უნდა მიიღოს პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ მთავრობას არ გადააჩეხინოს ქვეყანა რუსეთის უფსკრულში

პოლიტიკა
17.05.2022 / 13:23
Frontnews image description

საქართველომ კანდიდატი წევრის სტატუსი ევროკავშირიდან უნდა მიიღოს პირველ რიგში იმიტომ,  რომ ამ მთავრობას არ გადააჩეხინოს ქვეყანა რუსეთის უფსკრულში, –  ამის შესახებ “რეფორმების ასოციაციის – GRASS”-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია „ქართულმა ოცნებამ“  ვინმე დაარწმუნოს იმაში, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამართლიანმა სასამართლომ მიიღო. 

 

“საქართველომ კანდიდატი წევრის სტატუსი ევროკავშირიდან უნდა მიიღოს პირველ რიგში იმიტომ რომ ამ მთავრობას არ გადააჩეხინოს საქართველო რუსეთის უფსკრულში. არ წარმომიდგენია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღებები, რომლებიც მუდამ იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტები,  უნდა იყოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული, რომ მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი,  უბრალოდ დაიჯერებენ იმ ვერსიას, რომ გვარამია სამართლიანმა  სასამართლომ დააკავა იმის გამო, რომ სხვა კომპანიაში რაღაც  მანქანის გამოყენებით მიაყენა  ზიანი კომპანიის ინტერესებს. ეს იმდენად დიდი აბსურდია და იმდენად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომ მართლა კითხვა რჩება, ამას შეგნებულად ხომ არ აკეთებს ივანიშვილი და მისი ეს გუნდი, რომ აგვაშორონ ჩვენ ევროკავშირის ამ გზას. 

 

არ მგონია, რომ ან ღარიბაშვილმა ან ვინმემ მოახერხოს ამ თავისი სიცრუით ვინმე დააჯერონ, რომ თურმე მართლა სამართლიანმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ის, რომ  ამ გადაწყვეტილების მერე  ბრიუსელში წავიდა ყველა, ეს ლოგიკურიცაა, რადგან მათი გადასახედიდან ჯობია, რომ იქ ადგილზე იყვნენ და ადგილზე არწმუნონ ჩვენი პარტნიორები, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი არ ხდება და მედია რეიტინგებში უფრო მაღლაა ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით, ვიდრე, რომ დაეტოვებინათ მარტო იმ ინფორმაციის ამარა, რომელიც ვრცელდება და რომელიც მათ მიუვათ საქართველოდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები