
ავტორი
Front News საქართველო
აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მაგრამ ასევე ხედავს პრობლემებს და ეს პრობლემები არის გამოსასწორებელი, – ამის შესახებ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის – GRASS” ექსპერტმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სენატში გაკეთებული განცხადებები უნდა იყოს “ოცნებისთვის” საყურადღებო გზავნილი.
“ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან საღად აფასებენ და ხედავენ, რა ხდება საქართველოში. ეს პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია და რომლის მიჩქმალვასაც აქ ცდილობს ხოლმე ხელისუფლება, რეალურად არის გაცნობიერებული, გაანალიზებული და პრობლემებად აღიარებული აშშ-ში.
საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება და ხალხი დაშორებულია ერთმანეთს და ხელისუფლება ხალხს შეიძლება აღარ წარმოადგენდეს, უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი გზავნილი “ქართული ოცნებისთვის“.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა სწორად გაიგოს ეს გზავნილი, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მაგრამ ასევე ხედავს პრობლემებს და ეს პრობლემები არის გამოსასწორებელი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თაგები:
სერგი კაპანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს