Logo

სერგი კაპანაძე - წერილში ჩანს უპატივცემულობა ადრესატის მიმართ, მიგაჩნია, რომ ადრესატი არის ბრიყვი

პოლიტიკა
5 საათის წინ / 21:50
55
Frontnews image description

ამ წერილში ყველაზე სახიფათო არის ციტატა - "სააკაშვილმა "დიფ სთეითის" დავალებით დაიწყო ომი რუსეთთანო". ეს განცხადება არის საქართველოს დადანაშაულება მეზობელ ქვეყანასთან ომის დაწყებაში, - ამის შესახებ დიპლომატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

"ეს არის პროპაგანდისტული წერილი, რომელიც, ვისაც პატივს სცემ, იმას ეგეთი წერილი არ უნდა მიწერო არც ღიად და არც დახურულად იმიტომ, რომ მაგ წერილში ჩანს უპატივცემულობა ადრესატის მიმართ, მიგაჩნია, რომ ადრესატი არის ბრიყვი. მე ამიტომ მგონია, რომ ეს არის ორმაგი წერილი და  აქაური აუდიტორიაა ადრესატი იმიტომ, რომ აქაურ აუდიტორიას ბრიყვებად მიიჩნევენ. 

კატასტროფაა ეს წერილი, ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი განცხადებებია, რომელშიც ლოგიკა არაა. 

ამ წერილში ყველაზე სახიფათო არის ციტატა - "სააკაშვილმა "დიფ სთეითის" დავალებით დაიწყო ომი რუსეთთანო". ეს განცხადება არის საქართველოს დადანაშაულება მეზობელ ქვეყანასთან ომის დაწყებაში. 

2008 წელს ომის შედეგად უმძიმესი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ეკონომიკურად და მიმდინარე ფინანსური კრიზისის შედეგად ქვეყანა რომ არ ჩამოიქცა, ეს იყო ამერიკის და ასევე, ევროკავშირის დახმარება და მე ამიტომ ვერ ვხვდები, ეგეთ წერილს რომ დაწერ, როგორ შეიძლება მართლა გჯეროდეს, რომ ვიღაც წაიკითხავს და იტყვის, რომ რა მაგარი რამე მომწერესო", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები