
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი, განათლების კულტურის სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მანანა ჩაგელიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე რაზმაძე.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მისიის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტის მერს სადამკვირვებლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, ასევე ისაუბრეს მისიის იმ როლზე, რომელიც მათ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით შეაქვთ.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლები მათი პასუხისმგებლობის არეალში მყოფი სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთანაც მართავენ.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს