სერგი ხიდეშელი - მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი, მოადგილეებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას, რომელსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. როგორც სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და სოფლებში გარკვეული პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. რამდენიმე სოფელში არსებული ლოკალური დაზიანებები უმოკლეს ვადებში შეკეთდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან მოსახლეობასთან. ადგილობრივების საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის მზადაა ყველა შესაბამისი სამსახური.
თაგები:
სერგი ხიდეშელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს