
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიური ტემპით მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტმა მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზის პროექტი შეიძინა.
“მრავალძალი – შქმერის დამაკავშირებელი საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 8826 გრძ. მეტრს. გრძივი პროფილის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნა არსებული გზის რელიეფური პირობები და მიწის ვაკისის მდგომარეობა.
აღნიშნული გზის გეგმა და პროფილი დაპროექტებულია ძირითადად არსებული გზის მაქსიმალური გამოყენებით, ხელოვნური ნაგებობების, მიწისქვეშა გადამღვრელების, სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
“მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზა, საჩხერე-ონის გზაზე, მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს”, – განაცხადა პროექტის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს