
ავტორი
Front News საქართველო
ონის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა ან რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია.
“მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტი იყო, თუმცა საბედნიეროდ, მიწისქვეშა ბიძგებს არც ნგრევა და არც რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია. ასევე ჩემი ინფორმაციით, დახმარების შესახებ შეტყობინება არ შესულა არც 112-ში”, – განაცხადა ონის მერმა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:44 საათზე, 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა ონთან დაფიქსირდა, მეორე მიწისძვრა ონთან კი მაგნიტუდით 4.0 (ML), თბილისის დროით 17:50 საათზე მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იმერეთშიც.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს