
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელმა დღემ ნათლად დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სახის ღონისძიებებს და მეტ ინვესტირებას მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, – ასე ეხმაურება ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი შოვში მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს.
“მთის კვირეულის ფარგლებში რაჭაში, კურორტ შოვში გაიმართა ფესტივალი, რომელმაც რაჭველების ერთი ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად აქცია.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, ასევე ღონისძიების ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოს ამ მაღალმთიანი რეგიონის კულტურისა და ტრადიციის წარმოჩენას.
დღევანდელმა დღემ ნათლად დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სახის ღონისძიებებს და მეტ ინვესტირებას მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
ვისურვებდი, ტრადიციად ვაქციოთ მსგავსი ფესტივალების გამართვა რაჭაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს მხარის პოპულარიზაციას, ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის გააქტიურებას და გაძლიერებას, რაც თავის მხრივ წაახალისებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და აისახება რეგიონის განვითარებაზე”, – წერს ხიდეშელი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0aGBX8XX9EG7yh4jnH1ebZiw8SotS6QThpXQaTsCZi6UKpMxMC2Gi7nsHejSfLfv3l%26id%3D100068386463003&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”947″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს