სერგი ხიდეშელმა პროექტის - "ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პროექტის - „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.
მერმა კონკურსის გამარჯვებულებს - სალომე ჩიკვილაძეს, ლუკა ლობჯანიძეს, ირინკა მაისურაძეს და სერგი ლობჯანიძეს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კონკურსის მონაწილეებმა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის შესახებ 4 ფოტო და ვიდეომასალა წარმოადგინეს.
კონკურსში 14-18 წლამდე და 19-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სწავლობენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ან დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის X, XI, XII კლასები.
გამარჯვებული ნამუშევრები მერიის საკონკურსო კომისიის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოვლინდა.
თაგები:
სერგი ხიდეშელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს