
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად, სოფელ მრავალძალში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ონის მუნიციპალიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა პროექტი, რომელიც სოფელ მრავალძალში ღია სივრცეში სამოქალაქო ცერემონიების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვას გულისხმობდა.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა ბუნებრივი ქვის ბილიკი და ბაქანი, მოეწყო ლითონის მაგიდები და სკამები, ასევე ლითონის დეკორატიული ეტლი და თაღები, დამონტაჟდა განათების სისტემა.
აღნიშნულ ღია სივრცეში შესაძლებელია ნიშნობის ცერემონიის, გამოფენების, საჯარო შეხვედრების და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება.
პროექტის მიზანია მიმზიდველი გარემოს შექმნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „მ.პ.ტ“ შეასრულა, სახელშეკრულებო თანხამ ჯამში 37 372 ლარი შეადგინა.
აქედან საგრანტო თანხამ 15 867 ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 505 ლარი გამოიყო.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს