
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ჩაისვა მეტალოპლსტმასის ფანჯრები, მოეწყო ახალი იატაკის საფარი, გარემონტდა სველი წერტილები, გაილესა და შეიღება შიდა კედლები მაღალი ხარისხის საღებავით.
ასევე, მოეწყო ფასადის სახურავი (ორი მხრიდან) და შეიღება დამცავი მასალით.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სახელშეკრულებო თანხამ – 48 351 ლარი შეადგინა, ხოლო სამუშაოები შპს “ლოდი 2022“-მა შეასრულა.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს