სერგი ხიდეშელმა სოფელ სორში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრი მოინახულა


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სოფელ სორში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრი მოინახულა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სერგი ხიდეშელი გაეცნო ჯგუფების სასწავლო გარემოს, აღსაზრდელებს დამატებით საჭირო ინვენტარი და სასწავლო დიდაქტიკური მასალები გადასცა.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრის აღმზრდელებთან ერთად, მნიშვნელოვან თემებზე და საჭიროებებზე ისაუბრეს.
საქართველოს კანონმა “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით.
ამ დროისთვის, აღნიშნული ცენტრები მუნიციპალიტეტის კიდევ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უწერაში, ჭიორაში, წედისსა და ჟაშქვაში გაიხსნა, 5-6 წლიანი ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, ადრეული და სკოლამდელი განათლება.
სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საპილოტე რეჟიმში ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი განათლების მიწოდებას ალტერნატიული მოდელების ფორმით, თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველსაყოფად.
თაგები:
სერგი ხიდეშელი

სერგი ხიდეშელმა ონის მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრები მოინახულა

სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სკოლამდელი განათლების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

ახალი 2023-2024 სასწავლო წელი ონის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დღეს განახლდა