
ავტორი
Front News საქართველო
ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ისევ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს? მთელმა მსოფლიომ აღიარა უკვე, რომ რუსეთის დღევანდელი არჩევნები არ არის თავისუფალი, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ეს არჩევნები ერთი კაცის ვლადიმერ პუტინის დიქტატურის გაგრძელებაა და ცვლილებებსაც არავინ ელის.
“მთელმა მსოფლიომ აღიარა უკვე, რომ რუსეთის დღევანდელი არჩევნები არ არის არც თავისუფალი, არც კონკურენტული და არც სამართლიანი. ეს არის ჩვეულებრივ ერთი კაცის, დიქტატორის მმართველობის გაგრძელება. ამ არჩევნებს არ ექნება აღიარება არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთი დემოკრატია ამას არ აღიარებს და რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება.
ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთში ისევ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს? აქ ხომ არაფერი არ იცვლება. როგორც პუტინის მმართველობა გრძელდებოდა, ასე გაგრძელდება ახლაც, სანამ ან რუსი ხალხი არ დაასრულებს ამას, ან რაღაც საერთაშორისო გარემოებები, რომ შეიცვალოს რუსეთის შიდა პოლიტიკა და მისი გავლენები საერთო პოლიტიკაზე.
ყველა თანხმდება, რომ რუსეთში გრძელდება იგივე ავტორიტარიზმი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად არავინ აღიარებს”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
თაგები:
სერგო ჩიხლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს