Logo

სერგო ჩიხლაძე – ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ შეგვწევს ძალა, შეცვალოთ ივანიშვილი

პოლიტიკა
922
Frontnews image description

არავინ ერთიანდება ერთ სუბიექტად, მაგრამ ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ  შეგვწევს ძალა, შეცვალოთ ივანიშვილი, –  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ  განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამომრჩეველმა უნდა დაინახოს ალტერნატიული ძალა, რაც მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.  

 

“გარდა იმისა, რომ ამომრჩეველმა არ უნდა მისცეს ხმა პრორუს ძალას, მეორე მხარეს უნდა ხედავდეს ალტერნატივას. თუ ამომრჩეველს არ აქვს ნდობა, რომ თქვენ ამარცხებთ ივანიშვილს, მაშინ რატომ მოგისმინოს შენ გზას როგორ დახაზავ ან ინვესტორს როგორ შემოიყვან? 

 

ეს ბარიერი უნდა დაინგრეს და ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა,  რომ თქვენ ამარცხებთ ივანიშვილს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ერთობა. არავინ ერთიანდება ერთ სუბიექტად, მაგრამ ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ თქვენ მთლიანობაში, შეგვწევს ძალა შეცვალოთ ივანიშვილი. უნდა ანახო, ვინ ხართ ის ადამიანები, ვინც გვთავაზობთ განვითარებულ ეკონომიკას, განვითარებულ სოციალურ სფეროს, განვითარებულ ჯანდაცვას, განვითარებულ ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ. 

 

ამაზე უნდა ვესაუბროთ, ოღონდ ამას დამაჯერებლობას აძლევს ნდობა და ძალის შეგრძნება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები